უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
უკრაინაში საქართველოს კონსულის კოტე საბინაშვილის განცხადებით, ისინი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ.
"დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე. მათი აყვანა ქალაქ სევასტოპოლში მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ქართველები იქ არალეგალურად ცხოვრობდნენ და უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთ რესტორანში მზარეულებად მუშაობდნენ", - აცხადებს საქართველოს კონსული.
მისივე ინფორმაციით, ქართველები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. შესაბამისი პროცედურების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დეპორტაციას გაუკეთებენ.