ბათუმში ზღვამ ე. წ. მორბილ ვირუსით დაავადებული მკვდარი დელფინები გამორიყა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის ინსპექციას მობილური ჯგუფის სასწრაფოდ შექმნას სთხოვენ, რომელიც ზღვაში კვლევით სამუშაოს ჩაატარებს, ზღვის ცხოველებს დააკვირდება და მკვდარ დელფინებს ექსპერტიზაზე წაიღებს.
ბათუმში დელფინის გამორიყვის ეს უკვე მეათე შემთხვევაა. აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ვირუსული ინფექცია ადამიანებზე გადამდები არ არის და რეგიონში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. თუმცა უსაფრთხოების ზომების მიღება მაინც აუცილებელია.
სპეციალისტების თქმით, ვირუსული ინფექცია მთელ შავ ზღვაში ცირკულირებს. ამიტომ მოსახლეობა ასეთ დელფინებთან კონტაქტს უნდა ერიდოს. გამორიყვის შემთხვევაში კი, ოპერატიული რეაგირების შემდეგ დავირუსებული დელფინები ბეიკერის ორმოში უნდა გადაიტანონ ან სპეციალურ დანადგარში დაწვან.