თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "თავისუფლების" წარმომადგენლის სანდრო ბრეგაძის საქმის არსებით განხილვა იწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბრეგაძის ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა განუცხადა, პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
"თავისუფლების" წევრი და ყოფილი პარლამენტარი 17 თებერვალს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით ასამართლებენ, რაც 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრეგაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას თხოვს, თუმცა პროკურატურის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.