ისანი-სამგორის პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს "ტაოპრივატ ბანკის" აგენტი, 1976 წელს დაბადებული ამაიკ ვაგარშაკის ძე გრიგორიანი.
ბრალდებული მოქალაქეებს პირდებოდა საშუალო და მაღალი ზომის სესხების გამოტანას, რის სანაცვლოდაც თაღლითურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით.