სტავროპოლის მხარის გეორგიევსკის რაიონში, კოლონიის ტერიტორიასთან ახლოს, უცნობმა პირებმა ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი რობერტ გაგიევი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რობერტ გაგიევი მიღებული თავისა და მხრის არეში მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა", _ იუწყება რუსულ მედია.
მათივე ინფორმაციით, სროლას უცნობი პირები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ახორციელებდნენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.