დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროს მგლები შეესივნენ. როგორც წითელწყაროს მცხოვრებმა ხათუნა ბიკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, მტაცებლებმა მისი სახედარი შეჭამეს, რამდენიმე დღის წინ კი მეზობლის ცხვრები გაანადგურეს.
„ბოლო პერიოდში მტაცებლები სოფელს ხშირად ესხმიან თავს. საქონელი გაგვინადგურეს. რამდენიმე დღის წინ მეზობლებს ცხვრები შეუჭამეს. მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია და დახმარებას ვითხოვთ", - აღნიშნა ხათუნა ბიკაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ალუღიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა გამგეობას დახმარებისთვის მიმართავს, შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან.