აქციებზე, რომლებიც კანონს, საზოგადოებაში დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს თავისი პასუხი ექნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების შეფასებისას განუცხადა.
"მანიფესტაციები, აქციები, პიკეტირებაც ყველა დაშვებული ფორმაა თუ ის არ არღვეს კანონს, მაგრამ თუ ლახავს სხვა ადამიანის უფლებას და ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ ნორმებს, მაშინ სახელმწიფოს აქვა ასეთ აქციებზე თავის პასუხი", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს ფიქრობს, რომ საქართველოში ხელისუფლებას ძალადობის გზით შეცვლა შესაძლებელია, "ეს არ მოხდება".
მისი თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება და ასე იქნება საქართველოშიც.