საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის არარსებობის მაჩვენებელი მაღალია. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას განუცხადა.
"ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ეს მაჩვენებლი შეიცვალოს", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, დემოკრატიის მაჩვენებელი წინა წლების მაჩვენებელთან დახლებით იგივეა და ამ კუთხით ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რომ მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ის საშუალებები, რომელიც არის დემოკრატიაში.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 44%-მა უპასუხა "არა", ხოლო 39%-მა - "დიახ". 2010 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის დროს იმავე კითხვაზე უარყოფითი პასუხი 46%, ხოლო დადებითი პასუხი - 33% გასცა.