ხვალ, 7 აპრილს საქართველოს პროკურატურა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამწვანების აქციას აწყობს სახელით ,,ახალგაზრდები ჯანსაღი გარემოსათვის".
აქციაში 100-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მათთან ერთად ჩაერთვება ხაშურის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა მოსიაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა. აქციის ფარგლებში ორასზე მეტი წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ჯიშის ხის ნერგი დაირგვება ქალაქის გარეუბანში. მიხეილ შაყულაშვილის და მამუკა მოსიაშვილის განცხადებით აღნიშნულ ადგილას საფუძველი ჩაეყრება სკვერის მშენებლობას, რომელიც ახალგაზრდების ინტენსიური მონაწილეობით გაშენდება და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. აქცია მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
აქცია პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება.