"ქართულ პარტიას" შეგვიძლია წარმატებები ვუსურვოთ. მე პოლიტიკური გულთმისნობა არასდროს დამიჩემებია, შემიძლია ყველას წარმატება ვუსურვო საკუთარი ბრძოლის გზაზე. ამასთან, ვისურვო, რომ ყველამ ჩვენც გვისურვოს წარმატრება ბრძოლის გზაზე",_აღნიშნა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
რაც შეეხება რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას, მამუკა
კაციტაძე არაფერს გამორიცხავს.
"დასაშვებია ყველაფერი, მაგრამ სასურველი არ არის",_აცხადებს კაციტაძე.
შეგახსენებთ, მოვლენების რევოლუციურად განვითარების შემთხვევაში, "ქართული პარტია" მზად არის, სათავეში ჩაუდგეს ხალხს.