გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის ექსპერტ გია ვოლსკის აზრით, ვერც რადიკალური და ვერც კონსტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებასთან ბრძოლაში მიზანს ვერ მიაღწევს.
"ვერც რადიკალური და ვერც კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ მიაღწევს წარმატებას, თუკი ამ პროცესში არ იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. ამ სიტუაციას სჭირდება ყბადაღებული სიტყვა "შეშფოთება"... საკმარისია საერთაშორისო საზოგადოებამ შექმნილი ვითარების მიმართ შეშფოთება გამოხატოს, რომ ეს გზას გაუხსნის სიტუაციის დარეგულირებას. მიმაჩნია, რომ როგორც რადიკალებს, ასევე კონსტრუქციულ ოპოზიციას შიდა რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურული აქვს", - ამბობს გია ვოლსკი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ოპოზიციური "რვიანის" მოთხოვნასთან, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება.
"თუმცა ამ მიმართულებით რადიკალურ ოპოზიციას არასწორი გზა აქვს არჩეული", - აცხადებს გია ვოლსკი.