"საზოგადოება უსწრაფეს ცვლილებას ითხოვს. ის ვადები, რომელიც ლოგიკურად არსებობს საზოგადოების მოთმინებისთვის, უკვე ამოწურულია. არ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება მოთმინებითაა აღჭურვილი და ელოდება 2013 წელს. არ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ელოდება რაიმე ფორმით ამ რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივებას",_აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ქართული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება ელოდება აქტიურ მოქმედებას.
"ამ რეჟიმთან ყოველგვარი დიალოგი დროის კარგვა, რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივება, ერთი სეზონიდან მეორე სეზონზე გადატანაა. ეს ყველაფერი იმის მცდელობაა, რომ რეალურად ხალხის ტკივილსა და გაჭირვებას ზურგი შევაქციოთ",_განაცხადა კიწმარიშვილმა.
იგი არ აკონკრეტებს, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ახალი რევოლუცია და მხოლოდ ერთი ფრაზით იფარგლება: "ძალიან მალე იქნება ახალი, ბედნიერი, აყვავებული საქართველო".
"ორგანიზებულ პოლიტიკური ძალა არ არსებობდა 2007, 2008, 2009 წლებში, მით უმეტეს, არ იყო 2010 წელს. ამჯერად ეს ძალა "ქართული პარტიის" სახით არსებობს",_მიიჩნევს კიწმარიშვილი.