ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენები ქუთაისში აღკვეთილ ტერორისტულ აქტებს ხელისუფლების მიერ პროვოცირებულ ცრუ ოპერაციად აფასებენ.
"ახალი ფარსი მიზნად ისახავდა საზოგადოების ყურადღების გადატანას შიდა პრობლემებიდან საგარეო საფრთხეებზე, პოლიტიკური ოპონენტების დატერორებას და ხელისუფლების მიერ სამომავლოდ დაგეგმილი ტერაქტებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას", - განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, ლეიბორისტული პარტია საქართველოში ახლო წარსულში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებსა და მომავალში მოსალოდნელ პროვოკაციებზე სრული პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიასა და იუსტიციის სახლთან ტერორისტული აქტის მოწყობა იგეგმებოდა, რომელიც სამართალდამცველებმა განხორციელებამდე აღკვეთეს.