7 დეკემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში (გრიბოედოვის ქ. # 22) გაიხსნება ვახტანგ ჯორჯიკიას ფოტოგამოფენა "ჩემი აფხაზეთი", სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის აქიტექტურა XIXსს-იდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე.
გამოფენის ორგანიზატორები არიან ინვალიდთა და ვეტერანთა წმ. თამარ მეფის ორდენი და აფხაზეთის მთავრობასთან არსებული კულტურულ-სასულიერო ცენტრი.