თბილისის საქალაქო სასამართლო ისრაელის ბიზნესმენების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმესთან დაკავშირებით მუშაობას ასრულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სასამართლო საბოლოო განაჩენს ხვალ, 28 მარტის სხდომაზე გამოიტანს.
"ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი გამართლებას იმსახურებენ, თუმცა სასამართლოს მხრიდან მათ გამართლებას არ ველით", - განმარტა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.