საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ 2011 წლის 25 მარტს ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილზე და კახაბერ პავლეს ძე შუშანაშვილზე გამოცხადდა წითელი ცირკულარით ძებნა, რაც ითვალისწინებს დაკავებას შემდგომი ექსტრადაციის მიზნით.
2011 წლის 6 მარტს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ლაშა შუშანაშვილს და კახაბერ შუშანაშვილს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (კანონიერი ქურდობა) და 181 მუხლის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტით (გამოძალვა).