"შეფიცულთა" ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა ზურაბ დიასამიძემ განუცხადა, ბურჯანაძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"ახლა სასამართლო პროცესის დაწყებას ველოდებით. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, თუმცა კონკრეტულად რას ედავებიან, ჯერ ვერ დავადგინე", - აღნიშნა დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრების" წარმომადგენელი გია ბურჯანაძე სამართალდამცველებმა სასჯელთაღსრულების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე აიყვანეს. ბურჯანაძესთან ერთად დაკავებულია კიდევ 4 პირი, მათ შორის ერთი მოძრაობა "არას" ხელმძღვანელი.