თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ შვიდი მედიკოსი სამედიცინო ცნობების გაყალბების გამო დააკავა. ისინი წვევამდელებისათვის ჯანმრთელობის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ. ამის სანაცვლოდ კი, სავალდებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ხდებოდა. დაკავებულთა შორის არიან თბილისის, რუსთავის, ხაშურისა და აგარის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის მედიკოსები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაატარა სპეციალური ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ექიმების გამოვლენას, რომლებიც ამზადებდნენ ყალბ ცნობებს იმისათვის, რომ რეზერვისტები არ წასულიყვნენ რეზერვში.
სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილია სულ შვიდი ექიმი, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდნენ. ყალბი ცნობის საფასური 12-იდან 210 ლარამდე მერყეობდა.
დაკავებულებს, სავარაუდოდ, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.