სამართალდამცველებმა შეფიცულთა ხელმძღვანელი, სახალხო კრების წარმომადგენელი გია ბურჯანაძე დააკავეს.
ბურჯანაძის აყვანა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მოხდა. ბურჯანაძის გარდა აყვანილია აქციის კიდევ 4 მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის დასაცავად ეკა ბესელიამ პოლიციის სამმართველოში ადვოკატები გაგზავნა. ზურაბ დიასამიძე და ვლადიმერ მაჭარაშვილი სამმართველოში ამ წუთებში მივიდნენ.
დაკავებულთა შორისაა მოძრაობა "არას" ხელძღვანელი მერაბ ჭიქაშვილიც.