მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, დაკავებული იქნა გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედი ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი.
ბონდო ვათიაშვილი თავის ახლობელს, ყალბი დიპლომების დამზადებისათვის ბრალდებულ ლამარა ასლამაზიშვილს არწმუნებდა, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პროკურორს გადაუხდიდა 10. 000 ლარს ქრთამის სახით.
რამდენადაც ლამარა ასლამაზიშვილს არ ჰქონდა ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, ის ენდო ბ. ვათიაშვილს და ოჯახის წევრის შუამავლობით გადასცა მას აღნიშნული თანხა, რომელიც ადვოკატმა თაღლითურად მიისაკუთრა.
ბ. ვათიაშვილს ბრალი წარედგინა თაღლითობაში, დანაშაული გათვალისწინებულია სსსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება