თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
მძარცველებმა მაღაზიაში მდებარე სავალუტო ჯიხურში შენობის სარდაფიდან შეაღწიეს და სალაროდან 30 000 დოლარი წაიღეს.
მძარცველებმა მაღაზიის სალაროც გატეხეს, რომელიც ცარიელი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე მთელ ღამეს მუშაობდნენ კრიმინალისტები.
მიმდინარეობს გამოძიება.