შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშომლებმა თანხის გამოძალვის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაცით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილსის I სამმართველოს ცვლის უფროსმა ნუკრი მეტივიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფ ვადიან მოსამსახურეს დაცვის პოლიციაში მუშაობის დაწყებისა და წოდების მინიჭებაში დახმარების სანაცვლოდ, 1 000 აშშ დოლარი გამოსძალა.
გამოძიებას შსს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
მოქმედი კანონმდებლობა ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.