მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტაჯიკეთის მოქალაქეს ყელი გამოჭრეს. რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტაჯიკეთის ყელგამოჭრილი მოქალაქე 22 წლისაა.
"ქუჩაში ნაპოვნი ტაჯიკეთის მოქალაქის ცხედარს დანით მიყენებული ჭრილობები ყელისა და სხეულის სხვა და სხვა ადგილებზე აქვს მიყენებული", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ტაჯიკეთის მოქალაქეს მოსკოვში ცხოვრების დროებით რეგისტრაცია ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.