ყველა დროის საუკეთესო ტანმოვარჯიშედ დასახელებული რუსი ნიკოლაი ანდრიანოვი 58 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას ძლიერი ნერვული სისტემის ატროფია ჰქონდა. როგორც "მოსკოვთაიმსი" იუწყება, ანდრიანოვი მის მშობლიურ ქალაქში, ვლადიმირში გარდაიცვალა.
ადრიანოვს 15 ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის 7 ოქრო. რუსი ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინასა (18 მედალი) და ამერიკელი მოცურავის, მაიკლ ფელპსის მერე ( 16) ანდრიანოვს ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი აქვს მიღებული.
1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე თითო-თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიგო. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე ანდრიანოვმა 2 ოქროს, ორი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2001 წელს ანდრიანოვი საერთაშორისო ტანმოვარჯიშეთა ფედერაციის დიდების დარბაზში შეიყვანეს.