აშშ-ის პოლიტიკა სხვა ქვეყნების კონფლიქტებში ჩარევისა მდგრად ტენდენციად ჩამოყალიბდა - არც სინდისი არსებობს და არც ლოგიკა, -ეს განცხადება რუსეთის პრემიერ- მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიის შესახებ მიღებული რეზოლუცია არასრული და ზარალის მომტანია და შუასაუკუნეების მოწოდებას ჰგავს ჯვაროსნული ომის დაწყების შესახებ.
"მართალია ლიბიის რეჟიმი ვერ თავსდება დემოკრატიული ქვეყნის ჩარჩოებში, მაგრამ არავის აქვს უფლება შიდაკონფლიტებში ჩარევისა", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.