რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის გაგზავნილი თანხა არაეფექტურად გამოიყენება. ეს განცხადება პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სერგეი მიხეევმა გააკეთა.
"ფული არის, კონტროლი კი არ არის. გასულ წელს რუსეთმა თავის თავზე აიღო ვალდბულება აფხაზეთისათვის დახმარების სახით თითქმის 11 მილიარდი რუბლი გამოეყო. დაახლოებით 3 მილიარდი აფხაზეთმა 2010 წელს მიიღო. თუმცა ამ თანხის მხოლოდ 60 % იქნა ათვისებული", _ აცხადებს მიხეევი.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანხების არაეფექტურ გამოყენებაზე საუბრისას, ექსპერტები აუცილებელი ფინანსური ინსტიტუტების არარსებობაზე მიუთითებენ.
"მაგალითად, არ არსებობს აფხაზეთის სახაზინო სისტემა. ის უნდა შეიქმნას. საერთოდ არ არის კონტროლის სისტემა საბიუჯეტო ხარჯვაზე", _ აცხადებს დსთ-ს ქვეყნების კავკასიის განყოფილების გამგე ფელიქს სტანევსკი.
შეცდომების გამოსწორებისა და სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს შექმნას აფხაზეთი მიმდინარე წელს აპირებს. ჯერ ჯერობით კი, აცხადებენ ექსპერტები, - კონტრაქტებზე ფასების ხელოვნურად მატება სახეზეა. "უბრალოდ რომ ვთქვათ, ფული მარცხნივ მიდის", _ აცხადებს მიხეევი.
ამასთან ერთად, ექსპერტთა აზრით, საკმაოდ ბუნდოვანია აფხაზეთის ინტეგრაციული სურვილები, რომლებიც აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებას ეხება, შემდეგ კი საბაჟო კავშირში.
"აქ უკვე პოლიტიკური კავშირი მოქმედებს. აფხაზეთზე ამ შემთხვევაში არაფერია დამოკიდებული. აქ ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე და მის ურთიერთობებზე საკავშირო სახელმწიფოში თავის პარტნიორებთან. ჯერ ჯერობით კი ნაზარბაევისა და ლუკაშენკოს დათანხმება აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა", _ აცხადებს მიხეევი.
"თუმცა იმ პირობებში, რომ მინსკისა და დასავლეთის ურთიერთობები გაცივდა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მინსკმა თავისი პირობა შეასრულოს და აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თუმცა ამ პროცესის ვადების დასაველებისგან ექსპერტები თავს იკავებენ", _ წერს რუსული მედია.