სმარტკო _ თქვენი კომპიუტერის სრული დიაგნოსტიკა და პროგრამული უზრუნველყოფა სახლიდან გაუსვლელად!!!
ანუ - თერაპია ქირურგიის ნაცვლად
თუ თქვენ კომპიუტერი გაქვთ, აუცილებლად დადგებოდით ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა მისი პროგრამული უზრუნველყოფა, ვირუსებისგან გაწმენდა და ასე შემდეგ... რას აკეთებთ ასეთ დროს? ალბათ პირველ რიგში დახმარებას სთხოვთ თქვენს ნაცნობ-მეგობრებს, რომლებიც, თქვენი აზრით ამ საკითხში კარგად ერკვევიან. თუ პრობლემა ასე ვერ გადაჭერით, მაშინ ცდილოთ დაუკავშირდეთ კომპიუტერული მომსახურების კომპანიებს ან კერძო პირებს, რომელთა კორდინატებს ლიფტებში ან სადარბაზოებში გამოკრულ განცხადებებში ამოიკითხავთ და ბინაზე გამოძახებით ცდილობთ თქვენი კომპიუტერის შეკეთებას... ცალკე საუბრის თემაა ის, თუ რამდენად პროფესიონალები არიან თქვენს მიერ გამოძახებული სპეციალისტები და რამდენად ხარისხიან მომსახურებას გიწევენ ისინი. უმთავრესად მათი „კომპეტენცია" WINDOWS -ის გადაყენებაა, რომელსაც თან მოსდევს საჭირო ფაილების წაშლა და დამატებითი პრობლემები. გასაგებად რომ ავხსნათ, ეს დაახლოებით იგივეა მანქანის ზეთი რომ იყოს შესაცვლელი და ხელოსანმა მთლიანად ძრავი გამოგიცვალოთ.
ცოტა ხნის წინ საქართველოში ამ სფეროში, მომსახურების ახლი კომპანია შეიმნა, რომელიც ბაზარზე „სმარტკო" -ს ბრენდით შემოვიდა. „სმარტკო" - სრულიად ახალ, ინოვაციურ მეთოდს იყენებს თავისი აბონენტების მომსახურებისათვის და ეს მეთოდი ON Line წვდომაზე, ანუ ინტერნეტით დაშვებაზეა დამყარებული. მომსახურება ეფუძნება ერთგვარ „სატელეფონო ცენტრს", რომლის ოპერატორებიც თქვენთვის მოსახერხებელ მებისმიერ დროს სპეციალური ლიცენზირებული, დაცული პროგრამის საშუალებით ახდენენ თქვენი კომპიუტერის მართვასა და მონიტორინგს. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაშორებული ანუ ON Line წვდომა შეუძლებელია, ან პრობლემის აღმოფხვრა არ ხერხდება, „სმარტკო" -ს მობილური ჯგუფი გესტუმრებათ ადგილზე. ახალი სერვისის საშუალებით შეგიძლიათ ყველა პრობლემა სახლიდან გაუსვლელად მოაგვაროთ და თქვენი კომპიუტერის დაზღვევა პროფესიონალ სპეციალისტებს ანდოთ. დიახ „დაზღვევა" რადგანაც კომპანიის პოლიტიკა პირველ რიგში პონტენციური პრობლემების პრევენციაა.
სანამ მომსახურების სფეციფიკას გაგაცნობთ, მანამდე გავიგოთ თუ რას გვთავაზობს „სმარტკო" .
არსებობს სამი სახის პაკეტი: სტანდარტი, სმარტი და საოჯახო.
სტანდარტ პაკეტის ღირებულებაა თვეში 10 ლარი, რომელიც გულისხმობს თვეში ერთხელ ერთი კომპიუტერის სრულ დიაგნოსტიკას და პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგს.
სმარტ პაკეტის ღირებულებაა თვეში 30 ლარი, რომელშიც შედის ორი კომპიუტერის მომსახურება ულიმიტოდ, 3 გიგაბაიტი მოცულობის ფაილების რეზერვირება (რომელზეც დეტალურად ქვემოთ აგიხსნით) და მშობლებისაგან თავისი შვილების კომპიუტერში წვდომის მონიტორინგი. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ - თქვენ შეგიძლიათ სმარტკოს მიუთითოთ კონკრეტული ჯგუფის საიტები, რომლითაც არ გსურთ თქვენმა შვილებმა ისარგებლოს.
საოჯახო პაკეტის ღირებულება თვეში 50 ლარია და სხვა დამატებით სერვისებთან ერთად თქვენი ფაილების რეზერვაციის 5 გიგაბაიტიან სივრცესაც ითვალისწინებს.
კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით - „ ამოცანა არ არის ის, რომ ადამიანმა დაგვირეკოს მაშინ, როცა მას კომპიუტერი გაუფუჭდება და საერთოდ გამოვა მწყობრიდან. ჩვენ, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ პრობლემების აღმოფხვრას, არამედ პრვენციას, კომპიუტერის მოხმარების და ინტერნეტ პორტალების გამოყენების სწავლასაც. მაგალითად, როგორ გამოიყენოს ელექტრონული ფოსტა, როგორ ატვირთოს სურათები, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მენიუები და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ კომპიუტერს, ჩვენი მიზანია ეს კომპიუტერი ავიყვანოთ მუდმივ კონტროლზე და მუდმივად ვაკეთოთ სისტემის მონიტორინგი - განვუახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა, ანტივირუსები, დავუყენოთ ახალი პროგრამული ვერსიები და ასე შემდეგ".
ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ სმარტკოს მომსახურებით: თქვენ რეკავთ ნომერზე 402-401. ოპერატორი გარეგისტრირებთ ან თქვნ თავად რეგისტრირდებით ვებ გვერის www.smartco.ge საშუალებით როგორც აბონენტი, იხდით გადასახადს მომენტალური გადახდის აპარატებისა ან ვიზა ბარათის მეშევობით. ამის შემდეგ სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით, თქვენი ნებართვის შემდგომ, ოპერატორი შემოდის თქვენს კომპიუტერში, ამოწმებს მას, აკეთებს დიაგნოსტიკას და იწყებს პრობლემების აღმოფხვრას. თქვენ ამ პროცესს თქვენივე მონიტორზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი...
კიდევ ერთი სპეციალური შეთავაზება სმარტკოსგან - კომპანიას აქვს ფაილების რეზერვირების სპეციალური დაცული სერვერი, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფაილები, დოკუმენტაცია თუ სურათები დაარეზერვოთ ავტომატურ რეჟიმში და მოახდინოთ თქვენი კომპიუტერისა და „სმარტკო" -ს სერვერის სინქრონიზაცია. ამით თქვენს ფაილებს აზღვევთ როგორც შემთხვევით წაშლისაგან, ასევე კომპიუტერის ტექნიკურად მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაკარგვისგან. მაგალითისათვის, თუ თქვენს კომპიუტერს გაუფუჭდა მყარი დისკი ე.წ. „ვინჩესტერი", თავისუფლად შეძლებთ მისი გამოცვლის შემდეგ თქვენი დარეზერვებული ყველა ფაილი აღადგინოთ.
მომსახურების კიდევ ერთი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ „სმარტკო" მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის გამართვაზეა პასუხიმგებელი და თავისი ძალებით არ უზრუნველყოფს მექანიკური პრობლემების აღმოფხვრას, რაც კომპიუტერის კონკრეტული ნაწილის გაფუჭებას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში, ყველა არსებული აბონენტი მომსახურების პაკეტის ფარგლებში „სმარტკო" -ს პარტნიორ სერვის ცენტრში კომპიუტერის უფასო დიაგნოსტიკას ღებულობს.
კიდევ რას გთავაზობთ სმარტკო? ამის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.smartco.ge ან დარეკოთ ტელეფონზე 402 401
სმარტკოს მომსახურებით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით!!!
"სმარტკო" თქვენი კომპიუტერის სრული დიაგნოსტიკა და პროგრამული უზრუნველყოფა სახლიდან გაუსვლელად!!!