დღეს, 21 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, ტურნირში მონაწილეობას თსუ-ის ექვსივე ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 32 გუნდი მიიღებს.
ფინალური შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება. გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს 250 ლარის ფულადი ჯილდო გადაეცემა.
ტურნირის ფინალურ მატჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.