დღეს სოჭში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის გუნდის დაპირისპირება ბორჯღალოსანთა გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის გუნდი ანგარიშით15:9 დაამარცხა. მატჩი სოჭში სლავა მეტრეველის სახელობის მოედანზე გაიმართა.
საქართველო სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს.
რაც შეეხება რაგბიში "ევროპის ერთა თასის" 2011 წლის გათამაშების მე-4 ტურს, როგორც ცნობილია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი 18:11 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ოფიციალუირად მოიპოვა 2011 წლის "ევროპის ერთა თასიც".