4 დეკემბერს სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტები ეთიკის ქარტიას მოაწერენ ხელს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 11 პუნქტს შეიცავს. ტექსტზე ხელმოწერა ინდივიდუალურია და პასუხისმგებლობაც იმ ჟურნალისტებს ეკისრებათ, რომლებიც ქარტიით გათვალისწინებულ პრინციპებს დაარღვევენ. ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალის მონიტორინგს სპეციალური საბჭო განახორციელებს, რომელიც 9 ადამიანისგან შედგება. საბჭოს წევრებს ჟურნალისტები აირჩევენ. საბჭოში 3 თბილისელი, ხოლო 6 რეგიონული ჟურნალისტი იქნება. მონიტორინგის საბჭო ანგარიშს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს.
ქარტიის შექმნის ინიციატორისა და ორგანიზატორის, მედია ექსპერტის ია ანთაძის ცნობით, ხელმოწერის ღონისძიებას ევროპის საბჭოს წარმომადგენლები და სხვა უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.