ხვალ, 4 დეკემბერს, ნატოს საინფორმაციო ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში "ნატოს კუთხეს" გახსნის.
"ნატოს კუთხეში" აკადემიის კურსანტებისთვის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თემაზე გამოცემული ლიტერატურა და ფოტომასალა განთავსდება.
აკადემიის სტუდენტებს ნატოს თემაზე ლექციაც ჩაუტარდებათ. ლექციას საქართველოს უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, ექსპერტი დევიდ სმიტი წაიკითხავს.