სეპარატისტულ აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ეკვადორი აფხაზეთს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვას დაჰპირდა.
"ეკვადორელი დიპლომატები დაგვპირდნენ, რომ დიდი გულისყურით განიხილავენ აფხაზეთის მიმართვას დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის შესახებ", _ აცხადებს შამბა.
აღსანიშანვია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის მაქსიმ ღვინჯიას ხელმძღვანელობით ლათინურ ამერიკაში მოგზაურობს და აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 28-30 ოქტომბერს მოსკოვში ვიზიტის დროს ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, განიხილოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუკი მას ამგვარი თხოვნით მიმართავენ.
სეპარატისტულმა აფხაზეთმა პირველად ეკვადორს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით სწორედ კორეას მიერ აღნიშნული განცხადების შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში მიმართა.