საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რამდენიმე საათის წინ სოჭში ჩაფრინდა სადაც რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნები ბოლო ვარჯიშს დღეს სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სოჭში დღეს დილით გაფრინდა. გუნდს დანაკლისის სახით ვეტერანი გია ლაბაძე და მალხარ ურჯუკაშვილი გამოაკლდება. შეგახსენებთ, რომ გია ლაბაძემ ტრამვა რუმინეთის ნაკრებთან გამართულ მეტად დაძაბულ ბრძოლაში მიიღო.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ ქალაქ სოჭში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.