7 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტი 2010 წლისთვის ჟურნალისტთა აკრედიტაციის განაცხადების მიღებას იწყებს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელმა განცხადება უნდა წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, დავით ჯანიაშვილის სახელზე. მასში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მსურველი პირის სტატუსი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ასლი. საინფორმაციო სააგენტოებისა და ჟურნალ-გაზეთების ხელმძღვანელმა ასევე უნდა წარმოადგინონ ბეჭდური გამოცემის ბოლო სამი ნომერი და მათში აკრედიტაციის მსურველი პირის მიერ მომზადებული მასალა.
განცხადება ბარდება პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტს მისამართზე: რუსთაველის გამზირი #8, (ჩ კორპუსის I სართული N133 ოთახი).
სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინაფორმაციის დეპარტამენტის მიერ (C კორპუსი, ოთახი #254).