დღეს, 18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრა გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო მეოთხედფინალისტები უკვე გამოვლინდნენ. მადრიდის "რეალმა" ფრანგულ ლიონს უმასპინძლა და მარსელოს, ბენზემასა და დი მარიას გოლებით 3:0 დაამარცხა. მადრიდელებმა ფრანგები ორმი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხეს.
ლონდონის "ჩელსმა" "სტემფორდ ბრიჯზე" "კოპენჰაგენი" მიიღო. დაპირისპირება 0:0 დამთავრდა. პირველი შეხვედრა "ლონდონელებმა" ანელკას დუბლით 2:0 მოიგეს.
მეოთხედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ლონდონის "ტოტენჰემი", გელზენკირხენის "შალკე", დონეცკის "შახტიორი", "ბარსელონა", მილანის "ინტერი", მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი".