რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთში 2012 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. მან ეს განცხადება რომში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრესკონფერენციაზე იტალიელმა ჟურნალისტმა დიმიტრი მედვედევს უთხრა, რომ დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს და ჰკითხა, აპირებს თუ არა იგი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას.
რუსეთის პრეზიდენტის პასუხი შემდეგნაირი იყო: "პუტინმა თქვა, რომ ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მეც მინდა გითხრათ, რომ ამგვარ შესაძლებლობას არც მე გამოვრიცხავ", _ განაცხადა მედვედევმა.