პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა ქარელის რაიონის სოფლებში შეხვედრები გამართა.
სოფელ რუისის, ქვენატკოცის და ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრისას წერეთელი ადგილობრივების პრობლემებს, სასოფლო სამეურნეო სამუშაოს, დაწყებული გაზიფიკაციის და სარწყავი წყლის, ასევე ჯანდაცვის, სადაზღვევო პრობლემებთან დაკავშირებული საკითხებს გაეცნო.
წერეთელმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რას აკეთებს ხელისუფლება ინფლაციის პრობლემების და ფასების ზრდასთან დაკავშირებით.
დეპუტატი მოსახლეობას ვაუჩერიზაციის, საპენსიო მატების და სოციალური დახმარების ეფექტური განაწილების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ დეპუტატი გია როინიშვილი და ქარელის რაიონის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელები.