იაპონიაში ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც 21-27 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდება. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო კიოდომ ინფომირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
საერთაშორისო ფედერაცა თავს იკავებს იმის გამო, რომ მრავალი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში ჩასვლაზე უარის თქმას ურჩევს.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი რიგი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც იაპონიაში წინასწარ, მოსამზადებელი ვარჯიშებისთვის იყვნენ ჩასულები, უკვე დატოვეს ქვეყანა.