დღეს, 15:00, საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, იონანე პეტრიწის ძეგლთან, საზოგადოების ერთი ჯგუფი ქვეყანაში ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთოებების გარკვევის მიზნით შემუშავებულ კითხვებს გამოაქვეყნებს.
მიმართვა-კითხვებს ამ დროისთვის 235 ადამიანი აწერს ხელს.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და აცხადებს, რომ არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ქვეყნის ეროვნული იდენტობის სახე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, მოქალაქეები, მივიჩნევთ, რომ პასუხი უნდა გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და მართმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობების ცხადად წარმოჩენას.
მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებზე საჯარო მსჯელობამ საფუძველი უნდა დაუდოს ქართული პოლიტიკური და რელიგიური რეალობის საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას და ლუსტრაციის პროცესის დაწყებას", - აღნიშნულია პატრიაქისადმი შემუშავებულ მიმართვაში
მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ "საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპებთან, ჩვენ, მოქალაქეები, შეშფოთებას გამოვთქვამთ და მოგმართავთ რამდენიმე კითხვით. მიგვაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის"