აფხაზეთმა ეკვადორს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, განიხილოს მისი დამოუკიდებლობი აღიარების საკითხი. ამის შესახებ იტარ-ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა.
ღვინჯია, რომელიც სამუშაო ვიზიტით ეკვადორში იმყოფება, აცხადებს, რომ აფხაზურმა დელეგაციამ ეკვადორის მხარეს ოფიციალური წერილი გადასცა აფხაზეთის აღიარების თხოვნის შესახებ, "ასევე გადაცემულ იქნა რიგი მასალებისა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და საქართველოსთან კონფლიქტის ისტორიის შესახებ".
მისი თქმით, ეკვადორის პრეზიდენტის, რაფაელ კორეასთვის გადაცემულ ოფიციალურ წერილს ამჟამად ეკვადორის მხარე განიხილავს და უახლოეს დღეებში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ღვინჯიას განცხადებით, ეკვადორში ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის ბიზნესკონტაქტების დამყარება.. ეკვადორიდან აფხაზეთის დელეგაცია ვენესუელაში გაემგზავრება.
ვენესუელაში დაგეგმილია შეხვედრები ბოლივიარული ალიანსის გენერალურ მდივანთან და ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლ;ებთან.