წუხელ, გვიან ღამით შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არასრულწლოვნებთან გასაუბრება გაიმართა.
ბავშვების თქმით, მათ დაკავების პირველ დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა ამის შემდეგ აღარ შეხებიან.
გიორგი რომელაშვილისა და ალეკო ცაბაძის თქმით, ტყვეობისას მათ საკვებსა და საჭირო მედიკამენტებს აძლევდნენ.
ბანშვებმა განაცხადეს, რომ მათ იარაღი ზურგჩანთაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩაუდეს.
"ბრალად წაგვიყენეს ლიმონკების ტარება. ჩანთაში ჩაგვიწყვეს, ჩვენ არ გვქონია იარაღი," - განაცხადა რომელაშვილმა.
"პირველად გვცემეს, მერე თითი აღარ დაუკარებიათ. დარჩენილ ორ ბიჭს ჯანმრთელობა აწუხებს, აწუხებთ ფილტვები, გული, ასევე ახველებთ," - განაცხადა ცაბაძემ.
მოზარდები წუხელვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.