ცხინვალის რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სეპარატისტული ხელისუფლება 3 მლრდ. 327 მლნ. რუბლს გამოყოფს.
ეს სახსრები მიმართული იქნება ცხინვალი-ახალ გორის (დმენისი ახალგორი), ცხინვალი-ზნაური, ოტრეუ-არცევის, გრომ-ცინაგარის, გუფთა-კვაისის, მონასტერი-ახმაჯის, ახმაჯი-ლენინგორის და სინანგური-კარზმანის გზის მონაკვეთების მშენებლობისთვის.
მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება.
2011 წელს კი რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანადგომის პროგრამის ფარგლებში 6 მლრდ. 610 მლნ. რუბლი გამოუყო.