3 დეკემბერს, 13:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამართავს "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის~ აზერბაიჯანული თარგმანის პრეზენტაციას საგარეjოს, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის.
სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია და მისი შესრულების 5-წლიანი გეგმა, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის გაუმjობესების მიზნით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ თავიანთი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავდა, აზერბაიjანულად ითარგმნა იმ რეგიონებისათვის, სადაც ტრადიციულად და დიდი რაოდენობით არიან დასახლებული ეროვნული უმცირესობები.
პრეზენტაცია მიზნად ისახავს დოკუმენტის მნიშვნელობის, სამოქმედო გეგმის იმპლიმენტაციის და საზოგადოებრივი მონიტორინგის როლის განხილვას.
პრეზენტაციას დაესწრებიან რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.