3 დეკემბერს, 21:00 საათზე, ბარ-რესტორან "ვერე-გარდენში" რადიოწამყვანების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი, სახელწოდებით "ნაცნობი ხმები, უცნობი სახეები", ბიზნესტრენინგების ასოციაციის ფარგლებში ხორციელდება.
დაგეგმილია კარაოკე, ინტელექტუალური ვიქტორინა, კონკურსი ყველაზე ორიგინალური რადიოს გამოსავლენად და სხვა მრავალი შემეცნებით-გასართობი კონკურსი. დაწესდება რამდენიმე ნომინაცია, გამარjვებულებს გადაეცემათ პრიზები და სიგელები. იმუშავებს კომპეტენტური ჟიური, მარიკა დარჩიას, ნინო არაზაშვილის, ვახო სანაიასა და თორნიკე გურულის შემადგენლობით.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პროექტ "jეოსტარის" კონკურსანტები; რადიოსადგურები: "საზოგადოებრივი რადიო", რადიო "იმედი", რადიო "პალიტრა", "ფორტუნა", "ფორტუნა +", "არ დაიდარდო", "ავტორადიო", რადიო "ქალაქი", რადიო "კომერსანტი", რადიო "თავისუფლება", "აფხაზეთის ხმა", "ნაცნობი", "უცნობი", "სინდიკატი", "მწვანე ტალღა", "ფოლკ რადიო", "ბიტ FM", "გურუ FMF", "პირველი რადიო".
ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, რადიოწამყვანთა ფესტივალი უპრეცედენტოა და საქართველოში პირველად ტარდება.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან საინფორმაციო სააგენტო "GHN", რადიო "პალიტრა" და რადიო "ქალაქი".