"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სახალხო კრება აქტიურ ქმედებაზე მაშინ გადავა, როდესაც სახალხო დაუმორჩილებლობა ბოლომდე მომზადებული იქნება. მისი თქმით, კრება ყველანაირად ეცდება, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესი მშვიდობიანი იყო.
"რევოლუციის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებამ უნდა აიღოს ყველანაირი პასუხისმგებლობა სისხლის ღვრის შემთხვევაშიც. აქტიურ მოქმედებაზე გადავალთ მაშინ, როდესაც სახალხო დაუმორჩილებლობისთვის ბოლომდე მზად ვიქნებით. სახალხო კრება ნამდვილად ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მოძრაობაა, მის გვერდში კი ჩვენი სახით ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიაა. 35 რაიონში შექმნილია წინააღმდეგობის კომიტეტი, თბილისში 12. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც ყველაზე ძლიერი ახალგაზრდული მოძრაობაა სხვებთან შედარებით. ჩვენ მართლაც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღევანდელი რეჟიმი შევცვალოთ, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაცდას არ ვაპირებთ, იმ პოლიტიკური პარტიებივით, რომლებიც საარჩევნი კოდექსის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კრება ხელისუფლების სცენარით არ იმოქმედებს. "ჩვენ გვექნება ჩვენი სცენარი და დავიწყებთ მოქმედებას მაშინ, როდესაც რეალურად მზად ვიქნებით", - აღნიშნავს ბურჯანაძე "კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას.