თუ ვინმე ვერ აკმაყოფილებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს ეს პირველ რიგში, რუსეთია. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსულ და ქართუ მხარის მოლაპარაკების დაწყების შეფასებისას აღნიშნა.
"ჩვენ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე როდესაც მივდივართ მართლები ვართ. ჩვენი პოზიცია არის ნორმალური და სამართლიანი. ძალიან გთხოვთ, რადიკალური განცხადებებით ნუ უჭრით ხელისუფლებას გზას და იმ ადამიანებს ვინც მოლაპარაკებაზე მიდის ისაუბროს სიმართლე", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე შეფასებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აქვს თავის წერების და საქართველოს მისი წრევრია უკვე 12 წელი რაც არის.
"თუ ვინმე ამას ვერ ასრულებას და აკმაყოფილებს ეს არის რუსეთი, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენ პოზიციები გაქვს და ამაზე ისაუბრებს ხელისუფლება", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების რუსეთ-საქართველოს შორის დღეს იწყება.