საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მთავრობას მეტი პასუხისმგებლობის გრძონა უნდა გაუჩნდეს.
სწორედ აღნიშნულით ხსნის თარგამაძე პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების დაბარების ახალი ფორმატის შემუშავების აუცილებლობას.
"პარლამენტში სამთავრობო დებატების გამართვის მთავარი მიზანია საზოგადოებამ გაარკვიოს, სად აქვს ხარვეზები მთავრობას მუშაობაში და რა აქვს გამოსასწორებელი. ამას კი ჭირდება პოლიტიკური დებატები პარლამენტში. ასე, რომ მთელი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩვენ მოვუსმენთ, როგორც პრემიერ-მინისტრის ანგარიშს სამთავრობო ძირითად მიმართულებებზე, ასევე დარგობრივ მინისტრებს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებს" მათთან ექნება, არა მხოლოდ კითხვები, არამედ Dშეფასებების გაკეთების საშუალებაც.
"ფაქტიურად შედგება დებატები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტების კუთხით არათანმიმდევრულია და ეს პრიორიტეტბი ხშირად იცვლება.
"აუცილებელია მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდეს მთავრობას", - აღნიშნავს თარგამაძე.