საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, საქართველოს ბანკებისათვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებასთან დაკავშირებით ტრენინგებს ატარებს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
IFC, ავსტრიისა და იაპონიის მთავრობებთან თანამშორმლობით, 9 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით თბილისში ატარებს ტრენინგს ბანკების წარმომადგენლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მდგრადი საბანკო ოპერაციების წარმოების პრაქტიკის დანერგვას. ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სტრატეგია და ბაზრის სეგმენტაცია, პროდუქტის დიზაინი, საკრედიტო რისკის მართვა და საინფორმაციო მართვის სისტემები.
`ეკონომიკური კრიზისის პერიოდში დაფინანსება მცირე საწარმოებისთვის უფრო რთული მოსაპოვებელი იყო, ვიდრე დიდი კომპანიებისთვის, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესმა არახელსაყრელი პირობებისადმი უფრო მეტი მდგრადობა გამოავლინეს. ` IFC-ის ტრენინგი ხელს შეუწყობს ქართულ ბანკებს განავითარონ და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადონ ფინანსური რესურსები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რასაც შედეგად ქართველი ხალხისთვის მეტი სამუშაო ადგილების შექმნა მოჰყვება." განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ოთარ ნადარაიამ
ტრენინგს 19 ქართული ბანკის 35-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ტრენინგი IFC -ის მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო ოპერაციების გლობალურმა პროგრამამ შეიმუშავა, რათა ხელი შეუწყოს ბანკებს განვითარებად ბაზრებზე შეაფასონ მცირე ბიზნესის სექტორთან მუშაობის პოტენციური უპირატესობები და დაეხმარონ მათ გააფართოვონ ეს მიმათულება.
მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. თუმცა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მცირე საწარმოებს ბევრი სირთულეების გადალახვა უწევთ თავიანთი ბიზნესის გასაფართოვებლად საჭირო ფინანსების მოსაპოვებლად.
`მცირე საწარმოებს სჭირდებათ მარტივი და მოქნილი საბანკო პროდუქტები, სესხები და დეპოზიტები. ეს ტრენინგი ხელს შეუწყობს საფინანსო ინსტიტუტებს თავიანთ კლიენტთა ბაზაში მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანი ინტეგრირება მოახდინონ, ასევე დანერგონ ამ სეგმენტის მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, მოდელები და მიდგომა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის"- აღნიშნა IFC -ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა.
IFC -მ ასეთივე ტრენინგები ჩაატარა საჰარის სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე კარიბის ქვეყნებში, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.