"მთა ნებისმიერ კულტურაში გამოხატავს, როგორც ფიზიკურ, ისე_სულიერ სიმაღლეს. იგი დაკავშირებულია რისკთან, დაბრკოლებასთან, ხსნასა და გადარჩენასთან",_აცხადებს მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, "ახალი ქართული კონსერვატიზმი" საზოგადოებას ინიციატივას სთავაზობს, რათა გადავაქციოთ მთა ჩვენი ახალგაზრდებისთვის ქართულ "ვუდსტოკად" (ვუდსტოკი_ ლეგენდარული ფესტივალი ამერიკაში). "გავიხსენოთ მარადიული ახალგაზრდები_გურამ თიკანაძე და გურამ რჩეულიშვილი და მათი ნიშნით ავაღორძინოთ ახალგაზრდული სამოყვარულო ალპინიზმი. გავხდეთ ქართული რეწვის (ფარდაგი, ჭედურობა და სხვა) არა უბრალოდ მომხმარებელი, არამედ_ადგილზე ვეზიაროთ მთის კულტურას,"_აცხადებს მაღრაძე.
ამასთან, "დაიცავი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ მთა ეკოლოგიური გამოწვევებისგან უნდა დაიცვან.
"ვაქციოთ ფიზიკური თავგადასავალი ჩვენი სულიერი თავგადასავლის ნაწილად. ამავე დროს, ჩვენ თვითონ მივიღოთ მონაწილეობა ფიზიკურსა და სულიერ სამთო პილიგრიმობაში',_აღნიშნა დავით მარღაძემ.
შეგახსენებთ, "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ ახალი ნაციონალური პროექტი_ახალი ქართული კონსერვატიზმი" წარადგინა, სადაც მომავლის საქართველოს პრეამბულაა გადმოცემული.