სტეფანწმინდა გარე სამყაროს მოწყდა. დიდთოვლობის გამო ყაზბეგის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალი ჩაკეტილია.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამოკობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა მთლიანად პარალიზებულია.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ძლიერი ნისლის გამო ვერ იწყება. ჯვრის უღელტეხილზე ხილვადობა ნულის ტოლია.